ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კოკა-კოლას და მანქანის ზეთს კორონავირუსი დაუდასტურდა – რას ამბობს ინფექციონისტი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გერმანიის პარლამენტში დეპუტატს მიერ ჩატარებულ ტესტს ეხმიანება, რომლის შედეგადაც კორონავირუსი „კოკა-კოლას” დაუდასტურდა.

როგორც ბუწაშვილი “ფორტუნასთან” აცხადებს, სერიოზული სამეცნიერო კვლევები არ ჩატარებულა, რომელიც დაადასტურებს, რომ პროდუქტებს კორონავირუსი შეიძლება ჰქონდეთ.

ბუწაშვილი განმარტავს, რომ ტესტი რეაქციას იძლევა ბიოლოგიური მასალაზე და არა ამგვარი ტიპის პროდუქტებზე.

“ამ მიმართულებით სერიოზული სამეცნიერო კვლევები არ ჩატარებულა. ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, რა მოხდა რეალურად. ანუ რა გვაძლევს აღნიშნულ პროდუქტებში ისეთ რეაქციას, რომ ტესტი დადებით პასუხს გვაძლევს. ტესტის დადებითი პასუხი არ ნიშნავს, რომ მასში მაინცდამაინც ცოცხალი ვირუსია. კვლევების ჩატარება აუცილებელია და დასკვნების გამოტანა ნაადრევია.

ზოგადად, სწრაფი ტესი ჩამორჩება სიზუსტით „პისიარ” კვლევას, მაგრამ ის, რომ ამ ტიპის პროდუქტებში ჩატარებულმა ტესტმა შეიძლება დადებითი პასუხი აჩვენოს, ეს ტესტის ხარისხზე კი არ მეტყველებს, ეს შესასწავლი თემაა. შეიძლება ტესტი რაღაც რეაქციას იძლევა, იმიტომ რომ ამ პროდუქტებისთვის გათვალისწინებული არაა. მასზე ბიოლოგიური მასალა უნდა მოხვდეს და არა ასეთი ნივთიერებები”, – განუცხადა “ფორტუნას” ბუწაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, გერმანიის პარლამენტში დეპუტატმა ერთი შეხედვით უცნაური ტესტი ჩაატარა. შედეგის მიხედვით კორონავირუსი „კოკა-კოლას” დაუდასტურდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტანზანიაში კორონავირუსი მანქანის ზეთსა და პაპაიასაც აღმოაჩნდა.

იტვირთბა....