„ჩვენ გვესმის, რომ ეს შეიძლება არ იყოს იდეალური გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ცუდსა და უარესს შორის ვაკეთებთ არჩევანს“, – ამის შესახებ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
მისი თქმით, წამყვანმა ევროპულმა, ჩვენზე ეკონომიკურად ძლიერმა ქვეყნებმა, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში, საერთოდ შეზღუდეს, ახალი წლის დღეებში, ნებისმიერი აქტივობა.
„ძალიან მკაცრია მათი მხრიდან დაწესებული მოთხოვნები. ის შუალედური პოზიცია რაც საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული ითვალისწინებს იმას, რომ ეკონომიკური ინტერესები, ამ შემთხვევაში სავაჭრო მოლების, იქნეს გათვალისწინებული და ამასთანავე, ეპიდემიოლოგიურად ჩვენ დავიზღვიოთ თავი. ჩვენც აბსოლუტურად კარგად გვესმის, რომ ეს არის დისკომფორტის შემქმნელი და იდეალური არ არის, მაგრამ მეტი გამოსავალი დღეს რეალურად ქვეყანაში არ არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ის ოქროს შუალედი და ბალანსი, რომლის დაწესების საშუალებაც და მექანიზმებიც დღეს ჩვენ გვქონდა“.- განაცხადა ბექა ფერაძემ.
ცნობისთვის, მთავრობამ შეზღუდვების შემსუბუქებზე გადაწყვეტილება მიიღო