საკოორტინატო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მთავრობამ 24 დეკმებრიდან შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. ასებული გადაწყვეტილების მიხედვით, დაწესებული შეზღუდვები 24 დეკემბრიდან არ შემსუბუქდება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
როგორც ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, იმ მასშტაბით არ მოხდება შემსუბუქება, რაც აქამდე იყო დაგეგმილი.
„24 დეკმებრიდან 2 იანვრის ჩათლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხორციელდეს იმ მასშტაბით რა მასშტაბითაც ეს იყო დაგეგმილი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილი.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში დღეიდან, 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. აიკრძალა მუნიციპალური და საქალქთაშორისო ტრანსპორტი, დაიხურა ყველა დიდი სავაჭრო ქსელი. ასევე, ღამე, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე, ქვეითთა მოსიალულესთვის.