ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აღნიშნულის გათვალისწინებით, მოლოდინი ნაკლები უნდა გვქონდეს, რომ მეხუთე რაუნდი ჩაინიშნება”- ბადრი ჯაფარიძე

პარტია :ლელოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, რაც დრო გადის, ნაკლები მოლოდინი არსებობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება. ამის შესახებ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე ხელისუფლება ოპოზიციას არ თანხმდება, შესაბამისას, პარტიის ლიდერი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის გაგრძელებას ნაკლებად ელის.

„ამ მომენტისთვის მეხუთე რაუნდი ჩანიშნული არ არის. მთავარი საკითხი არის ვადამდელი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით შეთანხმება, ამ წუთას ამის პერსპექტივა არ ჩანს იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან არ არის მზაობა ამ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯისთვის. ჩემი აზრით, აღნიშნულის გათვალისწინებით, მოლოდინი ნაკლები უნდა გვქონდეს, რომ უახლოეს პერიოდში მეხუთე რაუნდი ჩაინიშნება,”- ბადრი ჯაფარიძე.

 

იტვირთბა....