ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„იმდენი რამ გაგიკეთებიათ … რატომ არ იცის ეს ხალხმა“ – ზავრადაშვილი ჩხენკელს

„პირველ რიგში, ბ-ნ მიხეილ, იმდენი რამე გაგიკეთებიათ, ამდენი ხნის განმავლობაში, ყველაზე დიდი პრეტენზია რაზეც მაქვს – რატომ არ იცის ეს ხალხმა?- ასე მიმართა დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა განათლების კომიტეტის სხდომაზე განათლების მინისტრობის კანდიდატსმ მიხეილ ჩხენკელს.

ამასთანავე, მან ჩხენკელს შესთავაზა, დაინერგოს რაიმე კულტურა, რათა ყოველი თვის ბოლოს იქნება, თუ კვარტალის ბოლოს, მოსახლეობამ მაქსიმალურად მიიღოს ინფორმაცია, თუ რას აკეთებს ეს სამინისტრო და არა მარტო ეს სამინისტრო.

„რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი ეს ინფორმაცია იმიტომ, რომ ძალიან ცუდია, ბევრი რამ მეც პირველად გავიგე“, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

ამავე თემაზე:  მიხეილ ჩხენკელი: სამინისტრომ შეძლო მასწავლებლების ორმაგი დატვირთვის ანაზღაურება

იტვირთბა....