რუსეთის გემებმა ხმელთაშუაზღვიდან სირიაში ლატაკიის პროვინციას გემებიდან რაკეტები დაუშინეს. მოსკოვი სწორედ იმ ადგილებს ბომბავს, სადაც გუშინ თურქეთმა სუ-24 ჩამოაგდო. როგორც სააგენტო „როიტერი“ იტყობინება ამის შესახებ სირიელი უფლებადამცველები ჯაბალ არკადი და ჯაბალ თურქმანი აცახდებენ.
როგორც ჩანს, რუსები დანაპირებს ასრულებენ და კრეისერიდან ანხორციელებენ შეტევებს.
როგორც ისინი ამბობენ,, შეტევები ასადის წინააღმდეგ აჯანყებული მებრძოლების „ალ-ნუსრას ფრონტის“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხორციელდება.
როგორც ირკვევა, როდესაც რუსეთი ტერიტორიას ბომბავდა, პარალელურად შეტევას სირიის არმია არტილერიიდან ახორციელებდა.
აღსანიშნავია, რომ გუშინ რუსი პილოტების ძებნის ოპერაციისას, რუსულ თვითმნფრინავებს ცეცხლი სწორედ „ალ ნუსრას“ წარმომადგენლებმა გაუხსნეს და ერთი საზღვაო ქვეითი მოკლეს.