ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს ძალიან საშიშია არ არის” – ბიძინა კულუმბეგოვის გაფრთხილება

,,ჩვენ გვეშინია, რომ ვირუსი სხვა სახით არ მოგვევლინოს. ანუ, იმუნურ სისტემას არ გაექცეს. იმუნური სისტემისგან გაქცევა, ერთი მხრივ, ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს ინფექცია, რეინფიცირების რისკის ქვეშ დგებიან, რეინფიცირება მასობრივ ხასიათს მიიღებს და შეიძლება ვაქცინასაც შემოუაროს. ჯერჯერობით ასეთი პესიმისტური სცენარი ვირუსის ახალ შტამთან მიმართებაში არ ჩანს, ამიტომ, ძალიან საშიში ეს არ არის,” – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს.

კულუმბეგოვმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას კვების და ძილის რეჟიმი მოიწესრიგონ და ჯანსაღად იკვებონ, რაც იმუნოდეფიციტის რისკს ამცირებს.

,,ამის სრულფასოვნად განხორციელება შეუძლებელია. ადამიანების უდიდეს ნაწილს რაიმე სერიოზული იმუნოდეფიციტი არ აქვს. ეს არის გენეტიკური, იშვიათი დაავადებები. ამიტომ, მსუბუქი, წარმავალი იმუნური სისტემის ნაკლოვანება განპირობებული არის იმით, რომ ადამიანები სრულფასოვნად არ იკვებებიან, როდესაც ბევრი სტრესი აქვთ, ძილი და ფიზიკური აქტივობა არ აქვთ მოწესრიგებული. თუ აქედან სამს მაინც დავაბალანსებთ, ჩვენი იმუნური სისტემა მეტ-ნაკლებად კარგად იმუშავებს, აქ რაიმე მზა რეცეპტი ან მედიკამენტი, ბუნებრივია, არ არსებობს,”- განაცხადა კულუმბეგოვრა ,,რუსთავი 2-ის” ეთერში.

იტვირთბა....