ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
გამზარდია წერს შეზღუდვების მინიმალური შემსუბუქებაზე, რაც მთავრობამ წინასაახალწლო პერიოდში აუცილებლად უნდა შეასრულოს.
“შეზღუდვების საახალწლო პერიოდში მოხსნასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ მინიმუმ:
1. უნდა აღადგინოს შიდა მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.
2. დაუშვას ღია სივრცეში ვაჭრობა – ე.წ. გარე ბაზრები (რაც ახასიათებს წინასაახალწლო პერიოდს).
3. ის მაღაზიები მაინც გახსნას, რომელსაც აქვს სივრცული რესურსი, ასევე გზის პირას მდებარეობენ.
4. თუ არ გააუქმებს, კომენდანტის საათი 23 საათამდე მაინც გადაწიოს.
5. გააუქმოს 3-15 იანვრის პერიოდში სრული ლოქდაუნის გადაწყვეტილება და ყველაზე უარეს შემთხვევაში დღემდე არსებულ ფორმატში დააბრუნოს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ კომენდანტის საათი უნდა გადაწიოს მცირედად მაინც, მაგ. 22 საათამდე.
ეს უმინიმალურესი პირობები აუცილებლად უნდა შესრულდეს და მოქალაქეებს მინიმალური უფლებები დაუბრუნდეს, რადგან ხელისუფლება ვერ ართმევს თავს მოქალაქეებისთვის მინიმალური სოციალური პირობების უზრუნველჰყოფას, აღარაფერს ვამბობ უმძიმეს მორალურ, სოციალურ და სულიერ კრიზისზე რომელიც მასობრივად იქმნება მძიმე აკრძალვების გამო,”- წერს გაზარდია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. თავდაპირველი ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვების მოხსნა 24 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით იგეგმებოდა. თუმცა, მთავრობას ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას საკოორდინატო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.