საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 22 დეკემბრისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით გამყარდა.
1 აშშ დოლარი ხვალ 3.2660 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.2747 ლარი ღირდა.
რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს ევროსთან მიმრთებაში, ასევე, შედარებით გამყარდა. 1 ევრო ხვალ 3.9662 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0135 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 22 დეკემბრისთვი ამოქმედდება.