იდეალური იქნებოდა, ქვეყანაში ამოქმედებული შეზღუდვები არ მოიხსნას – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სხვა ქვეყნებმა საშობაოდ მნიშვნელოვანი შეზღუდვები დააწესეს.
“იდეალური იქნებოდა, რომ შეზღუდვები არ მოხსნილიყო იმიტომ, რომ ამ გზით წავიდა ინგლისი, რომელსაც ახლა უჭირს, ამ გზით წავიდა გერმანია, ბელგია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, რომლებმაც კი არ მოხსნეს, გაამკაცრეს საშობაოდ და საახალწლოდ. ღონისძიებები იმ დონეზე გაამკაცრეს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ერთი სტუმარი შეიძლება ჰყავდეთ საშობაოდ, გერმანიაში – ხუთი სტუმარი.
საზოგადოების დაკვეთა არის ასეთი. ისინი მდიდარი ქვეყნები არიან ძალიან და ის ეკონომიკის რეცესია, რაც ამას თან სდევს ლოკდაუნებს, მათთვის უფრო იოლად გადასატანი იქნება, ხოლო ეკონომიკურად სუსტი ქვეყნებისთვის ძალიან ძნელი გადასატანია,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.