ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დარწმუნებული ვარ, პანდემიასთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვან საკითხზე შევძლებთ დისკუსიას” – თალაკვაძე

მიმდინარე კვირაში, როცა მთავრობა არის პარლამენტში, ასევე, პრემიერი წარსდგება პლენარულ სხდომაზე, დარწმუნებული ვარ, პანდემიასთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვან საკითხზე შევძლებთ დისკუსიას – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შექმნილია სპეციალური კომისია, ვინც მუშაობს და ამზადებს ვაქცინაციისთვის საჭირო ყველა პირობას.

„მიმდინარე კვირაში, როდესაც მთავრობა არის პარლამენტში, ასევე პრემიერ-მინისტრი წარსდგება პლენარულ სხდომაზე, დარწმუნებული ვარ, რომ პანდემიასთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ჩვენ შევძლებთ დისკუსიას, კითხვების დასმას და მეტი ინფორმაცია ექნება ჩვენს საზოგადოებას.

იმედისმომეცია ის, რომ კოვიდვაქცინასთან დაკავშირებით ყოველდღიურად არის სიახლეები, ასევე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შექმნილია სპეციალური კომისია, ვინც მუშაობს და ამზადებს ვაქცინაციისთვის საჭირო ყველა პირობას. იმედი გვაქვს, რომ უმოკლეს შესაძლებელ ვადებში, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა.

საბოოლოო ჯამში, ეს მოიტანს იმას, რომ პანდემია დასრულდება, ჩვენ დავუბრუნდებით ნორმალურ სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პანდემიამდე არსებობდა“, – განაცხად არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

იტვირთბა....