ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პანდემიის პერიოდში მმართველმა გუნდმა, მეწარმეების ხელშესაწყობად, ეფექტური და მიზნობრივი ინსტრუმენტები აამუშავა” – ქვრივიშვილი

პარლამენტის წევრი, მარიამ ქვრივიშვილი, 2021 წლისთვის მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსებით და გეგმებით დაინტერესდა და კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს, ნათია თურნავას კითხვით მიმართა:

„ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ კორონია ვირუსმა საკმაოდ მძიმე ზეგავლენა იქონია განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებზე, მაგრამ აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მმართველმა გუნდმა ძალიან ეფექტური და მიზნობრივი ინსტრუმენტები აამუშავა მეწარმეების ხელშესაწყობად და იმისთვის, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა მეტი დასაქმების ადგილი. რა გეგმა გვაქვს 20201 წელს და კონკრეტულად რა ბიუჯეტზეა საუბარი და აღნიშნული ბიუჯეტი რა დროით და რა ინსტრუმენტებით შეუწყობს ხელს მეწარმეების გაძლიერებას?

მეორე კითხვა ახალ საინვესტიციო სტრატეგიას ეხება, რომელიც სამთავრობო პროგრამაშია წარმოდგენილი. საინტერესოა რას გულისხმობს ეს ახალი სტრატეგია? ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ესეხა როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

იტვირთბა....