“ჩვენ ველოდებით მეხუთე რაუნდის დანიშვნას და მეტი არაფერი. როგორც კი მეხუთე რაუნდი დაინიშნება, ჩვენ მზად ვართ მივიდეთ მოლაპარაკებებზე, მიუხედავად იმ განცხადებებისა და ინიცირებული კანონპროექტებისა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა. რა თქმა უნდა, ეს უმძიმეს ფონს ქმნის ამ მოლაპარაკებებში, მაგრამ ჩვენ მოლაპარაკებებზე აუცილებლად მივალთ. ერთადერთი რამისთვის მივდივართ, უნდა მოვისმინოთ ხელისუფლების საბოლოო პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.”
ზაალ უდუმაშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
ამის შესახებ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.