„კოვიდ-19“-ის ახალი სახეობა შესაძლოა, საფრანგეთშიც ცირკულირებდეს, თუმცა ბოლოს ჩატარებულ ტესტებში ის არ დაფიქსირბულა – ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიერ ვერანიმ განაცხადა.
„სავსებით შესაძლებელია, რომ ვირუსის ახალი სახეობა საფრანგეთშიც ცირკულირებდეს“, – აცხადებს ვერანი.
ბრიტანეთში დაფიქსირებული ვირუსის ახალი სახეობა 70 პროცენტით სწრაფად ვრცელდება. ამის გამო მსოფლის სხადასხვა ქვეყანამ ბრიტანეთთან მიმოსვლა დროებით შეაჩერა.