მთავარი ციტატა

“შეზღუდვები არ არის საკმარისი… თუ გავხსენით ქვეყანა, ისევ გაიზრდება სიკვდილიანობა”- გიორგი ფხაკაძე

“ინფიცირების დონე დავარდა იმიტომ, რომ შეზღუდვებმა იმუშავა. ვისაც ჰგონია, რომ შეზღუდვები სისულელეა და არ გვჭირდება, აგერ ჩემო ბატონო, არის კონკრეტული შედეგი, რომ შეზღუდვები მუშაობს, მაგრამ შეზღუდვები არ არის საკმარისი. ჩვენ კი არ უნდა გაგვიხარდეს, რომ შეზღუდვებმა იმუშავა და უკვე გავხსნათ ქვეყანა, პირიქით, უნდა დავიყვანოთ მინიმუმამდე. თუ ჩვენ გავხსენით ქვეყანა, ისევ დაგვიბრუნდება ის ციფრები და ისევ გაიზრდება სიკვდილიანობა.

გიორგი ფხაკაძე –  ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივანი

ამის შესახებ ფხაკაძემ გადაცემა კომენტარში განაცხადა. 

შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. თავდაპირველი ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვების მოხსნა 24 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით იგეგმებოდა. თუმცა, მთავრობას ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას საკოორდინატო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.

იტვირთბა....