ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეიბა გაუმჯობესდა. ამის შესახებ ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, ამჟამად ცოტნე გამსახურიას რეაბილიტიაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშის მას ყველა სათანადო პროცედურა უტარდება,

მისივე თქმით, რეაბილიტაციის კურს კიდევ რამდნეიმე თვე დასჭირდება.

“მიმდინარეობს ინტენსიური სარეაბილიტაციო პროცესი. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, ფაქტობრივად, მისი გადარჩენა სასწაულია, რომელიც ექიმების ჩარევით და უფლის ნებით განხორციელდა. მას ყველა სათანადო პროცედურა უტარდება, რომელიც ასეთი რთული სარეაბილიტაციო პროცესისთვის არის დამახასიათებელი. გერმანიაში, ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში იმყოფება.

როგორც ექიმები ამბობენ, კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება იმისთვის, რომ გარკვეული ეფექტი იყოს. სრულიად კონტაქტურია, სრულად აღიქვამს კომუნიკაციას, მოვლენებს, მათ შორის მოგეხსენებათ, მის მიმართ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით მეუღლესთან განახორციელა გარკვეული ტიპის კომუნიკაცია ჟესტების ენით. ამ ეტაპზე ის მხოლოდ რამდენიმე სიტყვის წარმოთქმით და ჟესტების ენით შემოიფარგლება. ფაქტობრივად, ახლიდან სწავლობს ცხოვრებას, სიარულს და ლაპარაკს“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, ვერაზე დაჭრეს. ის მკურნალობას ამ დრომდე გერმანიაში გადის. ასევე,  ცოტნე გამსახურდიას მკველობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე 4 პირი პატიმრობაში იმყოფებოდა.

იტვირთბა....