“რაც მეტი ადამიანი გაიკეთებს პირბადეს ყველგან და დაიცავს დისტანციას, მით ნაკლები იქნება შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე, თუ გავიკეთებთ პირბადეს, დავიცავთ დისტანციას, თუ ბიზნესი თავის სამოქმედო არეალში დაიცავს წესებს და გააკონტროლებს სიტუაციას, შემსუბუქება შესაძლებელი იქნება. თუ არა, მაშინ გამკაცრებული შეზღუდვების შედეგები ბიზნესმაც და ადამიანებმაც საკუთარ თავს დააბრალონ.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე
ამის შესახებ პაატა იმნაძემ “პალიტრასთან” განაცხადა.
ამასთან, როოგრც იმნაძე აცხადებს, რაც მეტი ადამიანი გაიკეთებს პირბადეს ყველგან და დაიცავს დისტანციას, მით ნაკლები იქნება შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. თავდაპირველი ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვების მოხსნა 24 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით იგეგმებოდა. თუმცა, მთავრობას ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.