„თუ ვერ მოხდება ამ ვირუსის შეჩერება და ეს საქართველომდე მოვა, ჩვენთან იქნება უფრო სავალალო მდგომარეობა. დავინახეთ, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ მართავს ამ ვირუსს. თუ ის მოხვდება საქართველოში, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება. აქ ხარისხიანი სამედიცინო პირბადე შეიძლება იყოს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომ ვიყოთ დაცულები, ვინაიდან, შეიძლება, ჩვეულებრივი პირბადე არ იყოს საკმარისი ამ შტამის საწინააღმდეგოდ.”
გიორგი ფხაკაძე – ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივანი
აღნიშნულით გიორგი ფხაკაძე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალ ტიპის გავრცელებას გამოეხმაურა.
ცნობისათვის, მიმდინარე კვირაში ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. COVID-19-ის ახალი სახეობა ასევე გამოვლინდა სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაშიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ COVID-19-ის ახალი სახეობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, უფრო გადამდებია.