აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კვლავ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს – ის აშშ-ის უზენაეს სასამართლოს არჩევნების შედეგების შეცვლის მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავს.
კონკრეტულად კი, ის ფოსტით ხმის მიცემის პროცედურებს ასაჩივრებს და მოითხოვს, პენსილვანიის სასამართლოს სამი გადაწყვეტილების გაუქმებას.
კენკუტის უნივერსიტეტის საარჩევნო სამართლის პროფესორის, ჯოშუა დუგლასის შეფასებით, აღნიშნული შუამდგომლობა დაუსაბუთებელია.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქვეყნის 46-ე პრეზიდენტის, ო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.