“მე ვფიქრობ, არის რაღაცეები, რაც კოვიდის შემდეგაც ონლაინ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს. მაგალითად შვილის მასწავლებლებთან შეხვედრები. კესოს მასწავლებლებს ისე კარგად და მშვიდად ველაპარაკე – რამდენიმე დღეზე გადავანაწილე. 15-15 წუთი დავხარჯე და ბევრი საჭირო რამ გავიგე. როცა მისვლა გჭირდება, უფრო შეზღუდული ხარ დროში, რომ ვინც გაინტერესებს, ყველას შეხვდე. p.s. ინდივიდუალურად ხვდება ყველა მშობელი მასწავლებლებს კესოს სკოლაში. საბჭოთა დროინდელი მშობელთა კრებები აქ არ ტარდება.”
თამარ ჩერგოლეიშვილი – “ტაბულას” დამფუძნებელი.
სოციალური ქსელი.