ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ცოტნე ოთარაანთ ქვრივივითაა, უხეში და მართალი!” – სამოქალაქო აქტივისტი

„ერთი წლის წინ თავს დაესხნენ და ხელიდან კინაღამ გამოგვტაცეს ეს ოქროს კაცი, რომელიც ოთარაანთ ქვრივივითაა, უხეში და მართალი”, – ამ ემოციურ პოსტს სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი კუპრაძე ცოტნე გამსახურდიას შესახებ სოცუალურ ქსლეში წერს.

როგორც სამოქალაქო აქტივისტი თავის პოსტში აღნშნავს, ცოტნე უანგაროდ გასცემს სიკეთეს და ამადროულად ჩრდილში დგას, რათა არავინ გაიგოს მისი სახელი.

“მეტრონომი” ირაკლი კუპრაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ერთი წლის წინ თავს დაესხნენ და ხელიდან კინაღამ გამოგვტაცეს ეს ოქროს კაცი, რომელიც ოთარაანთ ქვრივივითაა, უხეში და მართალი.

ძიას ვეძახი, ჯერ კიდევ სტუდენტობიდან. როგორ მამხნევებდა, ძალდატანებით გამოვყავდი მიკროფონთან და მშობლის მზრუნველობით გამოირჩეოდა სრულიად უცხო ადამიანისადმი.

მახსოვს როგორ მეხმარებოდა, რომ სხვებისთვის ერთად გაგვემართა ხელი და თავს მუდმივად ჩრდილში იტოვებდა.

1 წლის წინ, ეს ამბავი და დაზიანების ხარისხი რომ გავიგე საავადმყოფოსთან ვიდექი და ოპერაციაზე შეყვანილი ცოტნეს ექიმს ველოდი – სასოწარკვეთილი წერილი მივწერე და დავაფიცე, უნდა წამოდგე და წაიკითხომეთქი.

ველოდები, რომ მალე გამოჯანმრთელდება ბოლომდე და ტრადიციულად დავდგებით ერთად, თან გისაყვედურებს, იფუცხუნებს, თან გაგამხნევებს და გაგაძლიერებს.

ძია, მალე, მალე!“- წერს კუპრაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, ვერაზე დაჭრეს. ის მკურნალობას ამ დრომდე თურქეთში გადიოდა. ასევე,  ცოტნე გამსახურდიას მკველობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე 4 პირი პატიმრობაში იმყოფებოდა.

იტვირთბა....