დედაქალაქის მერი, კახი კალაძე აფრიკის დასახლებაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას აკეთებს.
როგორც კალაძე “ფეისბუქის” გვერდზე წერს, ის რამდენიმე დღეა მედიაში, ხელოვნურად გავრცელებულ “ფეიკ კამპანიას” თვალ ადევნებს.
“რამდენიმე დღეა, თვალს ვადევნებ მედიაში ხელოვნურად შექმნილ „ფეიკ კამპანიას“ უსახლკარო ოჯახებზე. ძალიან ვწუხვარ, რომ მოსახლეობის ნაწილი, მით უმეტეს სოცქსელების მომხმარებლები, აყვნენ ამ ამორალურ მანიპულაციას.
ასე სახე როგორ უნდა დაკარგოთ ზოგიერთებმა, რომ ბავშვების საშუალებით „გაამძაფროთ“ ყალბი ინფორმაცია?! ამის იქით რაღა დარჩა? შემდეგი მანიპულაციისთვის რას და როგორ გამოიყენებთ – წარმოდგენაც კი მზარავს! ვიტყოდი სირცხვილია-ს, მაგრამ ბავშვების ფოტოების მოფრიალეებს, არ მგონია ეს გრძნობა აწუხებდეთ“, – ნათქვამია კახა კალაძის Facebook პოსტში.
შეგახსენებთ, აფრიკის დასახლებაში თვითნებურად აგებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი თბილისის მერიის სამსახურმს 15 დეკემბერს, დაიწყო, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივების თქმით, დანგრეული მშენებარე ნაგებობი მათი ერთადერთი საცხოვრისი იყო. მათ ნაწილს დემონტაჟის დროს მშენებლობა თითქმის დასრულებული ჰქონდა.