ჟურნალისტი, მანუჩარ პირველი “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას” ტოვებს.
როგორც ჟურნალიტი და ქარტის წევრი, სოციალურ ქსელში წერს, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქარტიის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების გამო მიიღო.
“ამ განცხადების საფუძველზე ვტოვებ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას. ორგანიზაციას, რომელსაც ვერ გაურკვევია განსხვავება აზრის, სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებასა და – სიძულვილის და შეურაცხყოფის ენას შორის. განსაკუთრებით, ქარტიას ჩემი ხელმოწერის გარეშე, ქარტიის სახელით არ ჰქონდა უფლება გაეკეთებინა ისეთი ტიპის განცხადება, რომელშიც მოხვდა ისეთი წინადადება, რომელსაც კატეგორიულად ვემიჯნები, – რადგან, არ მიმაჩნია რომ „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე“, რადგან მიმაჩნია რომ სიძულვილის ენის „გამოხატვის თავისუფლებით“ ინდულგენციით ქვეყნის ფსიქიური აშლილობა მიდის ქაოსისკენ და ქუჩურ არეულობისაკენ. დიახ, პარლამენტი უნდა დაჯდეს და ერთხელ და სამუდამოდ მიიღოს „კანონი ძალადობის ენის შესახებ“.
დაუძახო ქალ პრეზიდენტს “ყლე” – არაა სიტყვის თავისუფლება! და ამაზე რომ ნორმალური რეაგირება არ შეგიძლია, ეს არის ლაჩრობა და მშიშრობა. და ამის ფაქტი სახეზეა – ქარტია ერთ წრეზე ტრიალებს და დღემდე ვერ ჩამოყალიბდა მისი გადაწყვეტილებები ანგარიშგასაწევ ან პატივსაცემ ფაქტორად.” – წერს მანუჩარ პირველი.
შეგახსენებთ,რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ “ჟურნალისტიკური ეთიკის ქარტიას” “მთავარი არხის” გენერალური დიქრექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საჩივრით მიმართა.
აღნიშნულთან დაკავშირებით კი “ჟურნალისტიკური ეთიკის ქარტიამ” განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, რადგან ასეთი განცხადებები საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულობას”, – წერია განცხადებაში.