„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” იმ განცხადებას ავრცელებს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 16 დეკემბერს მიიღო.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვლმა “მთავარი არხის” გენერალურ დიქრექტორს, ნიკა გვარამიას “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში” უჩივლა.
“მეტრონომი” ქარტიის მიერ გავცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას წერილით მომართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რომელიც ითხოვს, ქარტიამ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირება მოახდინოს ტელეკომპანია „მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მიერ, 2020 წლის 11 დეკემბერს, Facebook-ის პირად გვერდზე, პრეზიდენტის მიმართ გამოქვეყნებულ “შეურაცხმყოფელ და ყოვლად მიუღებელ” პოსტთან დაკავშირებით.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში დაცული იყოს აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. აუცილებელია, შევინარჩუნოთ გამოხატვის თავისუფლების ის მაღალი სტანდარტი, რომელსაც ადგენს “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონი.