“ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის თავზე ამაყად ფრიალებს გვარამიას საწმერთული!”
გია გაბრიჭიძე – ჟურნალისტი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
აღნიშნული პოსტით ის “ჟურნალიტური ეთიკის ქარტიის” მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
შეგახსენებთ,რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ “ჟურნალისტიკური ეთიკის ქარტიას” “მთავარი არხის” გენერალური დიქრექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საჩივრით მიმართა.
აღნიშნულთან დაკავშირებით კი “ჟურნალისტიკური ეთიკის ქარტიამ” განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, რადგან ასეთი განცხადებები საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულობას”, – წერია განცხადებაში.