ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ხელში არც ხელყუმბარა ეკავა და პოლიციასაც ჩხრეკის დროს არაფერი ამოუღია” – ადვოკატი

“ხელში არც ხელყუმბარა ეკავა და პოლიციასაც ჩხრეკის დროს არაფერი ამოუღია”, – აღნიშნული განცხადება გლდანის რაიონში დაკავებული გიორგი მერაბიშვილის ადვოკატმა, თამარ აბესაძემ მედიასთან საუბრისას გააკეთა.

როგორც ადვოკატი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, ბრალდებული მას დაუკავშირდა და შემთხვევის ადგილზე მისვლა სთხოვა. მისივე თქმით, აფეთქების მუქარით დაკავებულ მერაბიშვილს პოლიციის შიში ჰქონდა. როგორც მან ადვოკატს განუმარტა, ფიქრობდა რომ სამართალდამცავები დაკავებისას მის ლიკვიდაციას მოახდენდნენ.

ამასთან, ადვოკატის თქმით, როცა ის სახლში შევიდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მარტო იმყოფებოდა.

„ მე თავად დამირეკა გიორგი მერაბიშვილმა “მესინჯერის” თვალის საშუალებით და მითხრა, რომ მასთან მიდიოდა პოლიცია. მე გახსნილი ხელყუმბარა მიკავია ხელში და თუ არ მოხვალ, მე მათ არ ჩავბარდები, თუ მოხვალ უსაფრთხოდ ვიქნებიო. მას ჰქონდა ეჭვი და შიში – შეიძლება ჩემი ლიკვიდაცია მოახდინონო. პოლიციასაც გაუგზავნა როგორც ვიცი ვიდეოები თუ ლაივში ესაუბრა, არ ვიცი. ამის შემდეგ პოლიცია დამიკავშირდა და მითხრა, რომ უნდა დავხმარებოდი. მათ რომ არ ეთქვათ მე მაინც უნდა წავსულიყავი, საფრთხის შემცველი იყო, რას იზამდა, არ ვიცოდით -ინფორმაცია გაჟღერდა, რომ გახსნილ მდგომარეობაში ეკავა ხელყუმბარა და სანამ არ მივიდოდით ჩვენ არ ვიცოდით რეალურად რა ხდებოდა. ამიტომ წავედი, გზაზე შემხვდა პოლიცია და მოვილაპარაკეთ, რომ არ უნდა ყოფილიყო გაღიზიანება. პირი ითხოვდა, ჩემს მისვლას და ამ შემთხვევაში ამბობდა, რომ ჩაბარდებოდა. იმის ფიქრიც ჰქონდა, რომ რაიმე არ ჩაედოთ, ან ქმედების დამძიმება არ მომხდარიყო. ასე რომ, პირველი მე შევედი, ხელები ასწია, ტანზე გაიხადა და მერე უკვე პოლიციაც შემომყვა – 50 მეტრის დაშორება იყო. ამ დროს მე ვიდექი უკვე მის გვერდით და მას საფრთხე არ ემუქრებოდა – არსებობენ პირები, რომლებიც პოლიციას მტრად აღიქვამენ, ასეთი ფიქრები ჰქონდა და ამიტომ ითხოვდა ჩემს მისვლას . არაფერი არ ჰქონდა ხელში აბსოლუტურად. არც არაფერია ჩხრეკის შედეგად ამოღებული. ძალიან სულელი იქნებოდა რაიმე ჰქონოდა ხელში.

საქმე არის დაწყებული მეუღლესთან კონფლიტზე. ცოლ -ქმარი ცხოვრობენ თემქაზე, კონფლიქტი რომ მოუვიდათ, ეს ბიჭი გაერიდა და წავიდა ბიძამისთან გლდანში. ეს ბიჭი იყო გლდანში და როგორც ვიცი, მეუღლემ დაუწერა საჩივარი“ , – განაცხადა აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს, გლდანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ახალგაზრდა მამაკაცი ხელყუმბარით თავის აფეთქებით იმუქრებოდა. თავდაპირველი ინფორმაციით, აღნიშნულის მუქარის მოტივად ოჯახური კონფლიქტი სახელდებოდა.

შსს-ს მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების მიერ 1991 წელს დაბადებული გ.მ-ს დაკავება მელევე მოხდა. უწყებამ აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთა.

იტვირთბა....