ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: მამაკაცს, რომელიც ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტრო მამაკაცის დაკავებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, განცხადებას ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, ამჟამად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. მუქარის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.მ., რომელიც გლდანის რაიონში, ახლობელთან სტუმრად იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, თანნაქონი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება.

პოლიციელებმა გ.მ.-სთან აქტიური მოლაპარაკებების შედეგად შეძლეს სიტუაციის დროულად განმუხტვა და მისი დაკავება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მუქარას გულისხმობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....