ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“არსად არ განხილულა რევოლუციური სცენარი, ან პირდაპირ ან ირიბად ან გადაკვრით” – სერგო ჩიხლაძე

“სერგო ჩიხლაძის თქმით, ოპოზიცია რევოლუციურ სცენარს არ განიხილავს,” – აღნიშნული განცხადება “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, რაც შეეხება ოპოზიციის სხვა წევრების გაკეთებულ განცხადებებს, ჩიხლაძის თქმით, ამაში ხელისუფლების მხრიდან დათმობები და ვადამდელ არჩევნები იგულისხმებოდა.

“ოპოზიციის ყველა შეხვედრის მონაწილე ვარ, არსად არ განხილულა რევოლუციური სცენარი, ან პირდაპირ, ან ირიბად, ან გადაკვრით. ნიკა მელიამ თვითონ განმარტა რას გულისხმობდა. ეს ნიშნავს დათმობებს ხელისუფლების მხრიდან და ვადამდელ არჩევნებს. რაც შეეხება ჩვენს პარტიას სტრატეგია აღმაშენებელს, ჩვენ გვაქვს ჩვენი პარტიული დღის წესრიგი, რომელიც გულისხმობს პარტიის გაძლიერებას, ადამიანური რესურსების მოზიდვას, რეგიონების გაძლიერებას და ვრჩებით ერთგული ოპოზიციის საერთო პოზიციის და ველოდებით მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს,” – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

ცნობსთვის, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ – “ეს პროტესტი გადაიზრდება უკმაყოფილებაში. გადაიზრდება და ტრანსფორმირდება შეიძლება, მათ შორის, დიახ, მშვიდობიან რევოლუციაში”

ამასთან როგორც მელიამ ფეისბუკზე დაწერა, ვისაც სიტყვა რევოლუცია ეხამუშება, მშვიდობიანი რევოლუცია ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო პროტესტის შედეგად ხელისუფლება იძულებულია გადადგეს და ინიშნება ვადამდელი არჩევნები.

ინფორმაციისთვის,  საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, რევოლუციური ნარატივი არ დაეხმარება პროცესს და ცალსახად ეს არ არის ის, რასაც ვინმე, ევროკავშირის ჩათვლით, მხარს დაუჭერს. ელჩმა აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციების წინააღმდეგი არავინ არ არის, იქამდე სანამ ისინი მშვიდობიანად წარიმართება.

ამასთანავე, კარლ ჰარცელის თქმით, ქუჩის პროტესტმა მიმდინარე პოლიტიკური დიალოგი არ უნდა ჩაანაცვლოს.

იტვირთბა....