აფრიკის დასახლებაში ადგილობრივები აქციას მართავენ. ადგილობრივები მათი შენობა-ნაგებობების დემონტაჟს აპროტესტებენ.
დასახლებაში თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლების გამოცენას ელოდებიან, რომლებმაც ადგილობრივებს ობიექტების დემონტაჟისთვის 4-დღიანი ვადა მისცა.
ინსპექციის მიერ მიცემული ვადა სწორედ ხვალ იწურება, რის შემდეგაც მერია თავად უზრუნველყოფს დემონტაჟის პროცესს.
ადგილზე იმყოფებიან ბავშვთა უფლებადამცველებიც, მათი გამცხადებით, მერია აპირებს იმ სახლის დემონტაჟი მოახდინონ, სადაც არასრულწლოვანი შშმ მშობლებთან ერთად ცხოვრობს.
ადგილობერივები მერიის გაფრთხილების შესრულებას არ გეგმავენ.
შეგახსენებთ, აფრიკის დასახლებაში თვითნებურად აგებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი თბილისის მერიის სამსახურმს 15 დეკემბერს, დაიწყო, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივების თქმით, დანგრეული მშენებარე ნაგებობი მათი ერთადერთი საცხოვრისი იყო. მათ ნაწილს დემონტაჟის დროს მშენებლობა თითქმის დასრულებული ჰქონდა.