ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„არ დაგანგრევინებთ!“ – აფრიკის დასახლებაში აქცია გაიმართება

სამოქალაქო აქტივისტები, ხვალ, 20 დეკემბერს, დილით, 10:00 საათიდან, აფრიკის დასახლებაში შეიკრიბებიან.

როგორც თავად აცხადებენ, გეგმავენ, ხელი შუეშალონ დასახლებაში მდებარე ნაგებობების ნგრევას:

„ხვალ აფრიკის დასახლებაში ისევ გამოჩნდებიან მერიის ბულდოზერები. ხალხმა არ იცის რამდენი სახლის დანგრევა აქვთ სინამდვილეში გადაწყვეტილი. ხელი შევუშალოთ სახელმწიფოსა და კაპიტალის ძალადობას გაჭირვებულ ქართულ ოჯახებზე.
ვიკრიბებით ხვალ, აფრიკის დასახლებაში, დილის 10 საათიდან“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

ცნობისთვის, აფრიკის დასახლებაში თვითნებურად აგებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი თბილისის მერიის გადაწყვეტილებით 15 დეკემბერს, დაიწყო, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ნაგებობების მფლობელების თქმით, დანგრეული მშენებარე ნაგებობი მათი ერთადერთი საცხოვრისი იყო. მათ ნაწილს დემონტაჟის დროს მშენებლობა თითქმის დასრულებული ჰქონდა.

იტვირთბა....