ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რეგისტრაციის შეჩერების მუქარა და სადამსჯელო საკანონმდებლო ინიციატივები, პუტინის რუსეთისკენ მავალი გზაა” – ბოკერია

“ბატონი ჰარცელის შეფასებასა და შეშფოთებას იმ ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც აქვს ქართულ ოცნებას, რათქმაუნდა, ვიზიარებ,” – აღნიშნული განცხადება “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ევროკავშრის ელჩის, კარლ ჰარცერის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც ბოკერიამ მედიასთან განმარტა, რეგისტრაციიდან მოხსნის მუქარა, ისევე როგორც სხვა საკანონმდებლო ინიციატივები არის პუტინის რუსეთისაენ მავალი გზა.

„მოლაპარაკებებს ხელს უშლის ივანიშვილის რეჟიმის პოზიცია, რომელიც ჯერ-ჯერობით არ არის შეგუებული იმას, რომ ვადამდელი ნორმალური არჩევნები, პოლიტპატიმრების განთავისუფლებით და საარჩევნო ადმინისტრაციაში ცვლილებებით არის ერთადერთი გამოსავალი ამ ჩიხიდან, რომელიც თავად შექმნეს ივანიშვილმა და თავისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვამ. როგორც კი გონს მოვლენ, რომ ამისაკენ სვლა უნდა დავიწყოთ, ეს იქნება რეალური ბიძგი.

ბატონი ჰარცელის შეფასებასა და შეშფოთებას იმ ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც აქვს ქართულ ოცნებას, რათქმაუნდა, ვიზიარებ, რადგან რეგისტრაციიდან გაუქმების მუქარა, ისევე როგორც სადამსჯელო საკანონმდებლო ინიციატივები, იმის პასუხად, რომ არ მოგვწონს პოლიტიკურ ოპონენტის საქციელი, ეს არის კანონის უზენაესობის საპირისპირო ამბავი და პუტინის რუსეთისკენ მავალი გზა. ამ შეშფოთებას რათქმაუნდა ვეთანხმები“, – განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა დღეს განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ მანდატების შეჩერებაზე განცხადების შეტანა შეთანხმების საკითხზე კარის დახურვა იყო.

იტვირთბა....