ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ივანიშვილი მოლაპარაკებების ნაცვლად აპირებს, რომ პოლიტიკური რეპრესიების გზას დაადგეს” – სალომე სამადაშვილი

“ვფიქრობ, ეს გზავნილი ჩვენ გავიგეთ ძალიან ნათლად, როგორც თბილისში, ასევე ვაშინგტონში”, – ასე ეხმიანება  ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სალომე სამადაშვილი ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის დღევანდელ განცხადებებს.

როგორც სამადაშვილი მედიასთან საუბრობს, ივანიშვილი მოლაპარაკებების ნაცვლად აპირებს, რომ პოლიტიკური რეპრესიების გზას დაადგეს.

“თუ ბიძინა ივანიშვილი მოლაპარაკებების ნაცვლად აპირებს, რომ პოლიტიკური რეპრესიების გზას დაადგეს, ამაზე ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი. ვფიქრობ, ეს გზავნილი ჩვენ გავიგეთ ძალიან ნათლად, როგორც თბილისში, ასევე ვაშინგტონში. როდესაც ხელისუფლებას არ ესმის საკუთარი ხალხის, ჩვენ გვაქვს იმის გამოცდილება, რომ ხალხი ამ დროს ქუჩაში გამოდის, რომ მათ საკუთარი ხმა გააგონოს. ეს დემოკრატიული პროცესების ნაწილია,” – აცხადებს  სალომე სამადაშვილი.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა დღეს განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ მანდატების შეჩერებაზე განცხადების შეტანა შეთანხმების საკითხზე კარის დახურვა იყო.

იტვირთბა....