“კანონს პარტიის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ უკუქმედების ძალა ვერ ექნება,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, თუ რომელიმე პარტია თავის ლიდერად აღიარებს და ამგვარად შეიყვანს თავის წინასაარჩევნო კამპანიაში ასეთ ადამიანს, ის რეგისტრაციიდან მოიხსნება.
“კანონს პარტიის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ უკუქმედების ძალა ვერ ექნება. თუ ადამიანი, რომელსაც სასჯელის სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული ან უცხო ქვეყნის მოქალაქეობა აქვს, აქამდე მონაწილეობდა რომელიმე პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში, ამის გამო რეგისტრაციიდან პარტია ვერ მოიხსნება.
ეს შეეხება მხოლოდ მომავალს – თუ რომელიმე პარტია თავის ლიდერად აღიარებს და ამგვარად შეიყვანს თავის წინასაარჩევნო კამპანიაში ასეთ ადამიანს, ის რეგისტრაციიდან მოიხსნება. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი პარტია, ოღონდ ეს არ გავრცელდება აქამდე განვითარებულ მოვლენებს. ეს შეზღუდვა აქამდეც მოქმედებდა, მაგრამ სანქცია იყო არაადეკვატური. შესაბამისად, ახლა საუბარია მხოლოდ სანქციის შეცვლაზე. ეს არაა დამოკიდებული ცალმხრივ მოქმედებაზე. თუ რომელიმე ასეთი ადამიანი ამბობს, რომ არის ამა თუ იმ პარტიის ლიდერი, ეს ჯერ არაფერს ნიშნავს. თუ პოლიტიკური პარტიაც დაადასტურებს, რომ ეს მისი ლიდერია, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეხება მას ეს დათქმა”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.