aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რა შარში ყოფენ თავს, ვერ წარმოუდგენიათ”- გოცირიძე “ოცნების” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხმიანება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხმიანება, რომლის თანახმადაც “ნაციონალურ მოძრაობას” საარჩევნო რეგისრაცია აეკრძალება.

როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ამით “უმრავლესობა შარში ჰყოფს თავს.”

“პარლამენტში დარეგისტრირებული აბსურდული კანონი, რომლის მიზანია ნაციონალური მოძრაობისათვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება, შეიძლება ქართული ოცნებას ბუნერანგივით უკან დაუბრუნდეს. აი რატომ: პარტია უნდა მოიხსნას არჩევნებიდან, თუ მის სასარგებლოდ აგიტაციას ეწევა არამოქალაქე, ნასამართლევი პირი. ჰო და წარმოვიდგინოთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ რამენაირად დაითანხმა მაიკ ტაისონი ( ისე, რა დიდი დათანხმება უნდა, ცოტა ფულს თუ მისცემ), რომ მხარი დაუჭიროს ქართულ ოცნებას და გულმხურვალედ და მუშტმხურვალედ მოუწოდოს ქართველ ამომრჩეველს ხმა მისცეს ამ პარტიას. რა არის ამაში ცუდიო, იკითხავთ. ის არის, რომ მაიკ ტაისონი ნაციხარია და სხვა ქვეყნის მოქალაქე. მორჩა, ჩაიხსნა არჩევნებიდან ქართული ოცნება.

უფრო მეტსაც გეტყვით: მიშამ ვიდეომიმართვა რომ გაავრცელოს ქართული ოცნების მხარდასაჭერად, ხომ უნდა გაუუქმდეს ამ პარტიას რეგისტრაცია?

რა შარში ყოფენ თავს, ვერ წარმოუდგენიათ,”- წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, როგორც “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარტიას,

იტვირთბა....