მთავარი ციტატა

“ნაყინი ჭამა თუ არ ჭამა ბავშვმა ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რადგან უკვე ანგინა აქვს”- მარგველაშვილი

 “მე ვსაუბრობდი ახალ პოლიტიკურ რეალობაზე 11 დეკემბრიდან, რომ ერთპარტიული პარლამენტი უკვე კრიზისია, დაახლოებითი ანალოგიაა, რომ გითხრათ ასეთია: ბავშვს, რომ ეკამათებოდეთ ნაყინი ჭამე თუ არ ჭამე, ნაყინი ჭამე თუ არ ჭამე, გასაგებია რომ ამაზე კამათობდით, მაგრამ როდესაც 40 აქვს სიცხე და ანგინა აქვს, ნაყინი შეჭამა თუ არ შეჭამა, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რადგან ერთპარტიულობის ფაქტი უკვე დადგა. იმედია, გასაგებად ავხსენი, ნაყინი ჭამა თუ არ ჭამა ბავშვმა ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რადგან უკვე ანგინა აქვს და ანგინა უკვე სამკურნალოა. ეს კრიზისიც უკვე ფაქტია და სამკრუნალოა.”

გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი

ამის შესახებ მარგველაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

შეგახსენებთ, 11 დეკემბერს ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომა ოპოზიციის გარეშე გაიმართა. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.  მათმა უმრავლესობამ სადებუტატო უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით უკვე მიმართა. 

 

იტვირთბა....