ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავას განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქებისას მნიშვნელოვანია, სწორი და დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღება, სადაც, როგორც ხალხის აზრი, ასევე – ეკონომიკური ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული.
როგორც თურნავა აცხადებს, მთავრობა ეპიდემიოლოგების პოზიციას ითვალისწინებს, მირებული გადაწყვეტილებას სორედ ამაზე იქნება დაფუძნებული.
“გადაწყვეტილება, საბოლოოდ, მიღებული არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგების პოზიცია, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ. ვცდილობთ, მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, გავითვალისწინოთ ადამიანების ჯანმრთელობა და გავითვალისწინოთ ეკონომიკური ინტერესებიც,”- აღნიშნა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. თავდაპირველი ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვების მოხსნა 24 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით იგეგმებოდა. თუმცა, მთავრობას ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.