“აქ სასწორის პინაა, ანუ ამ ვაქცინის გამოყენებით სარგებელი უფრო მეტი უნდა იყოს, ვდრე შესაძლო ზიანი. არ არსებობს მედიკამენტი, რომელსაც გვერდითი მოვლენა არა აქვს, ვაქცინებიც მათ რიგშია. ვაქცინაციიდან ძირითადი გვერდითი მოვლენები ერთ თვეში ვლინდება, კვლევები ჯერჯერობით არ ავლენს რაიმე სერიოზულ გვერდით მოვლენას. მე როგორც ექიმი, ვუყურებ, რომ ეს ვაქცინები არ იქნება დამაზიანებელი.”
ბიძინა კულუმბეგოვი – ალერგოლოგ-იმუნოლოგი
ამის შესახებ კულუმბეგოვმა “რუსთავი2”-ის ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, აშშ-ში ოთხ მოხალისეს, რომელთაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო „Pfizer-ის“ ვაქცინა გაიკეთეს, „ბელის“ დამბლა განუვითარდა. აღნიშნული დაავადებისას სახის კუნთები სუსტდება. შედეგად, სახის ნახევარი პარალიზებულია და დუნდება. ღიმილის დროს, ნახევარი ტუჩი არ მოძრაობს, ხოლო თვალი პარალიზებულ მხარეს არ იხუჭება