“დღეისათვის არსებული ვაქცინები, რომლებიც ყველაზე პერსპექტიულად გამოიყურება, ესაა “ფაიზერისა” და “მოდერნას” ვაქცინა, ამ ვაქცინების 54% უკვე გაყიდული აქვთ წინასწარ. კანადას უკვე იმდენი ვაქცინა აქვს შეძენილი, 5-ჯერ შეუძლია მისი მოსახლეობის აცრა.”
ბიძინა კულუმბეგოვი – ალერგოლოგ-იმუნოლოგი
ამის შესახებ კულუმბეგოვმა “რუსთავი2”-ის ეთერში განაცხადა.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, მარტში ან აპრილში შემოვა. მთავრობას შეკვეთა უკვე გაფორმებული აქვს და წინასწარ 4,5 მილიონი დოლარიც უკვე გადაუხადა. ამასთან, თავდაპირველად ქვეყანაში ვაქცინა 700 000 მოქალაქისთვის შემოვა, პირველ ეტაპზე კი რისკჯგუფების წარმმადგენლების ვაქცინაცია მოხდება.