ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გამიკვირდა, ბიძინამ დამირეკა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტი შემომთავაზა”- არჩილ გამზარდია პოსტს აქვეყნებს

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოფიალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ხუმრობით წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას “ქართული ოცნების” თავმდომარეობა შესთავაზა.

“მეტრონომი” გამზარდიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“გამიკვირდა, ბიძინამ დამირეკა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტი შემომთავაზა. მითხრა, რომ შეზღუდული არ ვიქნები, ჩემი ხასიათის გამო, მაგრამ ოცნებას ჰყავს პოლიტ საბჭო და გადაწყვეტილებები საბჭოზე მიიღება, ასევე საკადრო გადაწყვეტილებები მე არ შემეხება, თუმცა თვითგამოხატვაში შეზღუდული არ ვარ და კარგი იქნება, ავწონ-დავწონო და დავფიქრდე.
რას ფიქრობთ?

მეტი ინფორმაცია და დეტალები პირველ კომენტარში ნახეთ,”- წერს არჩილ გამზარდია.

ცნობისთვის, „ფორმულამ“ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნების“ ყრილობაზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს აირჩევენ, ბიძინა ივანიშვილი კი უკვე მეორედ წავა პოლიტიკიდან.

იტვირთბა....