“შეზღუდვების მოხსნა მიზანშეწონილი არ არის. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, განსაკუთრებით გადატვირთულია კრიტიკული მედიცინის და რეანიმაციის განყოფილებები მძიმე პაციენტებით და მე არ მგონია, რომ სისტემამ უსაფრთხოდ გაუძლოს იგივეს, რაც იყო დეკემბრის პირველ ნახევარში, ოქტომბრის დასაწყისში ან სექტემბრის ბოლოს ბათუმში. ჩემი აზრით, არ არის მიზანშეწონილი შეზღუდვების მოხსნა.”
ვახტანგ კალოიანი – ექიმი, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი
“პალიტრანიუსი”