იგივე კაბინეტის წარდგენა და მომავალში ერთპარტიული პარლამენტის მიერ ამ კაბინეტის დამტკიცება, კარგად მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი არაფრის სწავლას არ აპირებს – აღნიშნული განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე, გიორგი გახარიას მიერ პარლამენტისთვის მომავალი მინისტრთა კაბინეტის კანდიდატურების წარდგენას ეხმაურება.
„იგივე კაბინეტის ნომინირება, თან გაყალბებული არჩევნების და ამ ერთპარტიული პარლამენტის მიერ ამ კაბინეტის დამტკიცება კარგად მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი არაფრის სწავლას არ აპირებს, რომ კაბინეტს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ფიგურები, რომლებმაც შეცვალეს წულუკიანი და სხვა ოდიოზური პირები, უბრალოდ ნომინალური ფიგურები არიან და რეალურად, ამ მთავრობას, არც უნარი შესწევს და არც სურვილი, რომ რაიმე გამოასწოროს, რომელიმე კრიზისი დაძლიოს, ან პოლიტიკური, ან ეკონომიკური ან ჯანდაცვის კრიზისი. ამრიგად, ამ მთავრობის სერიოზულად აღქმა იქნება ძალიან რთული, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ მოსახლეობას მოუწევს მერე ამ ზარალის ნახვა და თავის თავზე წნევა ასეთი დამოკიდებულების ივანიშვილის მხრიდან“, – განაცხადა კაპანაძემ.