„თუ იმ ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი დაბალი იქნება, ვინც ვაქცინას გაიკეთებს, ეს პანდემიასთან ბრძოლას ძალიან გაართულებს“, – ამის შესახებ ალერგოლ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემაში – „იმედის დღე“ განაცხადა.
როგორც კულუმბეგოვმა გადაცემაში აღნიშნულ საკითხზე საუბრისას განმარტა, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა.
„ჩვენი ტიპის ქვეყანას, რომელსაც მეცნიერული თვალსაზრისით ვაქცინის შექმნაში დაბალი რესურსების გამო წვლილი ვერ შეგვაქვს, რეალურად, მომხმარებლები ვართ. ამიტომ, როდის მოაღწევს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერიოზული სიკეთე საქართველომდე, ბოლომდე არ ვიცით. იმედს ვიტოვებთ, რომ გაზაფხულზე ეს შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
ამავე თემაზე იხილეთ: Moderna-ს და Pfizer-ის ვაქცინები ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი