პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, ბიძნა ივანიშვილის მასთან ნათქვამი აქვს, რომ პოლიტიკიდან წასვლას გეგმავდა. ამის შესახებ ბესელიამ ჟრნალისტებთან განაცხადა.
ბესელიას შეფასებით, ქართული ოცნება” ივანიშვილის გარეშე, კობახიძის ამარა დატოვებული, როგორც პროექტი დასრულდება.
„ჩემთვის მოულოდნელი არ იქნება, რადგან ივანიშვილს მათ შორის ჩემთანაც ნათქვამი ჰქონდა, რომ პარტიიდან წასვლას, პოლიტიკიდან დისტანცირებას აპირებდა. რამდენად მოხდება ეს რეალურად, ანუ სრულად რამდენად დისტანცირდება ეს მეორე საკითხია, თუმცა, პირველ რიგში, საყურადღებო, რომ „ქართული ოცნება” ივანიშვილის გარეშე, კობახიძის ამარა დატოვებული, როგორც პროექტი დასრულდება,”-განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, „ფორმულამ“ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნების“ ყრილობაზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს აირჩევენ, ბიძინა ივანიშვილი კი უკვე მეორედ წავა პოლიტიკიდან.