ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე 29 წლის კოვიდპაციენტის გარდაცვალებას ეხმიანება

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატრინე ტიკარაძე კლინიკა “რუსთავში” კორონავირუსით 29 წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს ესმიანება.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ექიმების თავდაუზოგავი მონდომების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ეს ადამიანი 5 დეკემბერს შევიდა სტაციონარში, თუმცა ექიმები აფასებენ, რომ სტაციონარში განთავსების დრო მისი მდგომარეობა იყო მძიმე. ექიმები ეცადნენ 8 დღის განმავლობაში ამ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, მაგრამ სასიკეთო შედეგებით ეს ვერ დამთავრდა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში 29 წლის გიორგი კაკოშვილი კორნავირუსით გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა, თუმცა ექიმების ცნობით პაციენტს ერთი ფილტვი სრულად ჰქონდა დაზიანებული.

 

იტვირთბა....