კორონავირუსის ინფექციით 29 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
გარდაცლილი გიორგი კაკოშვილია, რომელიც მკურნალობას კლინიკა “რუსთავში” გადიოდა.
ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში 10 დეკემბრიდან მკურნალობდა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
არსებული ინფორმაციით, პაციენტს თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა, თუმცა, კლინიკაში შეყვანისას მისი მდგომარეობა მძიმე იყო. კაკოშვილს ცალი ფილტვი სრულად ჰქონდა დაზიანებული, რის გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.