ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს უბრალოდ ჩანს, თორემ პროცენტულად, მეტი ნაწილის ჰოსპიტალიზაცია ხერხდება” – ცერცვაძე ბინაზე დარჩენილ მძიმე პაციენტებზე

“ეს უბრალოდ ჩანს, თორემ პროცენტულად, ხერხდება მეტი ნაწილის ჰოსპიტალიზაცია, ვისაც სჭირდება,” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისივე შეფასებით, ბინაზე, სამკურნალოდ უფრო მეტი ადამიანი, რომ რჩებოდეს, მაშინ 33 ადამიანზე მეტი გარდაცვლილი იქნებოდა.

“მინდა, მივმართო მოსახლეობას – ისინი, ვინც ამბობენ, რომ მძიმე პაციენტები იძულებულები არიან, დარჩნენ სახლში, ჰოსპიტალში მათთვის ადგილი არ გამოინახა, ფეისბუქზე ხშირად ქვეყნდება რაღაცები, არის ზარები, ახლობლების შეწუხება, მეც ძალიან ბევრი მირეკავს. საბოლოო ჯამში, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს… ცუდად არის კაცი, მძიმედ არის, დარჩა, სასწრაფომ არ მიაკითხა, ექიმმა არ მიაკითხა და ის წუხს, სამართლიანად წუხს, მაგრამ ეს პროცენტულად დიდი მაინც არ არის, ეს უბრალოდ ჩანს, თორემ პროცენტულად, ხერხდება მეტი ნაწილის ჰოსპიტალიზაცია, ვისაც სჭირდება.

ეს რომ არ იყოს და ბევრი მძიმე რჩებოდეს ბინაზე, მაშინ 33 კაცი არ იქნება ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილი, იქნება ასეულები და ათასები, როგორიც არის ევროპის ყველა ქვეყანაში…” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ

ცნობისთვის, საქართველოში, ჰოსპიტალს გარეთ კორონავირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა.

იტვირთბა....