ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ახალი „გირჩი“ დაფუძნდება, სახელიც იგივე იქნება, ლოგოც, ქვეყანაში ორი „გირჩი“ იქნება – ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, 26 დეკემბერს 15:00-ზე იქნება ახალი “გირჩის” ყრილობა, სადაც ახალი „გირჩი” დაფუძნდება“. ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ თავის სამომავლო გეგმებზე საუბრისას, „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

ჯაფარიძის განცხადებით, პარტიის სახელიც იგივე იქნება, ლოგოც იგივე იქნება და ქვეყანაში ორი „გირჩი” იქნება.

„ვიცი, რომ ერთიც ყელში ჰქონდა ხალხს ამოსული, რაღაც ნაწილს ამ ქვეყნის საზოგადოების, მაგრამ იქნება ორი და იქნება კონკურენცია, საბოლოო ჯამში, კონკურენცია აჩვენებს, ვინ უფრო კარგად აკეთებს საქმეს, რაზეც ჩემი ცხოვრების ბოლო რამდენიმე წელი დავხარჯე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძემ განმარტა, რომ მის გუნდში ცნობილი პოლიტიკური ლიდერები არ იქნებიან, მაგრამ, მისი თქმით, იქნება ღია პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკაში ახალი ადამიანების მოსვლას.

ცნობისთვის, 4 დეკემბერს “გირის” ლიდერიმა ზურა ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს.

იტვირთბა....