ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვიღაც უნდა მიხვდეს, რომ ქუთაისი-ბაღდათის გზა არის სასაკმაო”- ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი უბედურ შემთხვევას ეხმიანება

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში მომხდარ ავტოავარიას ეხმიანება, რომელსაც დედ-მამა და არასრულწლოვანი შვილი ემსხვერპლნენ.

როგორც მესხიშვილი წერს, ვიღაც უნდა მიხვდეს, რომ ქუთაისი-ბაღდათის გზა არის სასაკმაო, ვინაიდან ამ ადგილზე არაერთი უბედური შემთხვევა მოხდა.

“რამდენიმე კვირის წინ ერთი ოჯახის 5 ადამიანი დაიღუპა, ახლა ეს ტრაგედია. მანამდე კიდევ ასეულობით დაღუპული ბაღდათში. ვიღაც უნდა მიხვდეს, რომ ქუთაისი-ბაღდათის გზა არის არა თუ შავი წერტილი, არამედ სასაკლაო და გასატარებელია უსაფრთხოების ღონისძიებები. ნახეთ საიმედოს სასაფლაო, სავსეა ამ გზაზე დაღუპული ახალგაზრდებით,”- წერს მესხიშვილი.

ცნობისტვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში ავტოსაგზაო შემTხვევა მოხდა, რა დროსაც სამი ადამიანი გარდაიცვალა.

იტვირთბა....