ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არჩევანი რთულია!”- ბიძინა კულუმბეგოვი ვირუსის შეკავების გზებზე საუბრობს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აფასებს. როგორც კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, თუ არსებულ შეზღუდვები შენარჩუნდება და მოსახლეობაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ს მიაღწევს, ახალი წლის პერიოდში დღეში ინფიცირების 2 600 შემთხვევა დაფიქსირდეა.

ამასთან, კულუმბეგოვის მოსაზრებით, შეზღუდვების გამარტივების შემთხვევაში მოსალოდნელია, ინფიცირების შემთხვევები 5 900-მდე გაიზარდოს.

“შევინარჩუნებთ აღნიშნულ შეზღუდვებს და ნიღბის ტარებას ავიყვანთ კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე (სამიზნეა 95%) 1 იანვარს დაახლოებით დღეში გვექნება 2600 შემთხვევა!

გავამარტივებთ შეზღუდვებს დიდი შანსია დაავადებულთა რაოდენობა 1 იანვრამდე გაიზარდოს 5900 მდე დღეში!!!

არჩევანი რთულია! ყველას უნდა წინასაახალწლო შოპინგი და ბიზნესს ამოსუნთქვა, მაგრამ ადამიანებს ყველაზე მეტად უნდათ მათი ახლობლები ყავდეთ ცოცხლები და ჯანმრთელები!”- წერს კულუმბეგოვი.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. თავდაპირველი ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვების მოხსნა 24 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით იგეგმებოდა. თუმცა, მთავრობას ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.

იტვირთბა....