ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სკანდალი, რომელსაც უკრაინული მედია კელი დეგნანს და სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნას უკავშირებს

პირველი შოკისმომგვრელი ფაქტი ტრამპის ადმინისტრაციიდან პუტინისადმი ლოიალურად განწყობილი ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ – ასე იწყება სტატია უკრაინული სააგენტო “ცენზორზე'”, რომელსაც რედაქცია სკანდალად აღიქვამს.

სკანდალი დაიწყო ერთდროულად საქართველოში და უკრაინაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რამდენიმე თვის წინ ძალიან უცნაური ამბავი მოხდა, როდესაც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი წყდებოდა. – წერს სააგენტო.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჯერ სახელმწიფო დეპარტამენტს გაუგზავნა წერილი-მოხსენება და შემდეგ დარეკა უკრაინაში, რათა ზელენსკიზე მოეხდინა ზეწოლა რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ  სააკაშვილი თანამდებობზაზე არ დაენიშნათ.

სააგენტო აქცენტს აკეთებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ხაზს უსვამს ქვეყანაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. ის უცნაურად მიიჩნევს დეგნანის ამ ნაბიჯს, რადგან თვლის, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, რის გამოც ოპოზიციური პარტიები არ შევიდნენ პარლამენტში.

“ცნობილია, რომ ივანიშვილს ტრამპის ადმინისტრაციასთან ჰქონდა საკმაოდ სერიოზული შეთანხმებები ისრაელის ლობისტური კომპანიების საშუალებით არჩევნების შედეგების აღიარებასთან დაკავშირებით, რაც მოხდა კიდეც. ამ პროცესში არა მხოლოდ ელჩი დეგნანი მონაწილეობდა, არამედ მაიკ პომპეოც, რომლის ვიზიტი საქართველოში და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში, ტრამპის დამარცხების შემდეგ, ასევე იყო ამ შეთანხმებების საგანი”. – წერს “ცენზორი”.

მათი ინფორმაციით, ქალბატონი ელჩი კვლავ განაგრძობს ოპოზიციურ პარტიებზე გავლენის მოხდენას და ცდილობს დაითანხმოს ისინი შევიდნენ პარლამენტში, რითაც ლეგიტიმური გახდება ჩატარებული არჩევნები.

“ეს შოკისმომგვრელია. ისევე როგორც სხვა ქვეყანაში ელჩის მცდელობა, ჩაერიოს უკრაინის შიდა პროცესებში და ხელი შეუშალოს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნას. ეს ინფორმაცია დასტურდება მთელი რიგი ქართული მედიასაშუალებებით, მათ შორის ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, რომელიც ამბობს, რომ კელი დეგნანი საკმაოდ დაუახლოვდა მმართველ პარტიას. ის, რაც უკრაინაში მისი საქმიანობის მცდელობების შესახებ შევიტყვეთ, პრინციპში, არცერთ ჩარჩოში არ ჯდება, მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკიმ აჩვენა დამოუკიდებლობა და სააკაშვილი თავის მრჩევლად დანიშნა”. – წერს უკრაინული გამოცემა.

იტვირთბა....